პოლიტიკა

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!

ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?! – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ. …

ნახვა »

სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. განცხადებაში განმარტავენ, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის …

ნახვა »

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია. „ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად …

ნახვა »

თბილისის სააპელაციო სასმართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასმართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა და ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის საქმეზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება დღეს, 11 ივლისს გამოაცხადა მოსამართლე მაია თეთრაულმა. სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დამას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით …

ნახვა »

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დენის დარტყმა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სკვერში ადგილობრივებს ე.წ. ფანჩატური ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ელექტროენერგიაც ჰქონდათ გაყვანილი. გარდა …

ნახვა »

გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი – ევროკავშირის წარმომადგენლობა Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმებაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობამ Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმება შეაფასეს. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , – წერია განცხადებაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ. „ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახვა »

ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს მოწავლის ფაქტზე – ნივთიერებები, რომლებიც სისხლში აღმოჩნდა, გამოყენებულია ადამიანის მოსაწამლად –

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. მან აღნიშნა, რომ მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის შრომისუნარიანია. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, არსებობს ფაქტები, რომ, ზოგადად, ნივთიერებები, რაც მეუფის სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოსაწამლად. „ჩვენ ეს თემა …

ნახვა »

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. აღინიშნა, …

ნახვა »

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს, მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევებში  არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. მათივე თქმით, საპატრიარქოში ეჭვი არსებობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა წამლავდნენ. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის …

ნახვა »

უკრაინაში საქართველოს ელჩი – შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის თქმით, უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ დილით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია