პოლიტიკა

საზოგადოება

თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა

თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის – Fix Tbilisi – ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო. Fix Tbilisi, როგორც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების …

ნახვა »

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, …

ნახვა »

ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია …

ნახვა »

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ …

ნახვა »

ნათია მეზვრიშვილი – არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან …

ნახვა »

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, …

ნახვა »

საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა მოქმედებდა 2019 წლის ზაფხულიდან, რასაც წინ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები უძღოდა. “საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც …

ნახვა »

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს ნიშნავს თბილისის მიმართულებით

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციიღ ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოხსნას აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენებსა და ტურების …

ნახვა »

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარი გახდება

ძაღლის ღია სივრცეში ტარებაზე საბელის ან ალიკაპის გარეშე ტარებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მოამზადდა. კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია