პოლიტიკა

საზოგადოება

ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა …

ნახვა »

„ჯეიმს უებმა“ ახალი გალაქტიკები აღმოაჩინა, რომელთა გამოც შესაძლოა ახალი კოსმოლოგიური თეორიის შექმნა გახდეს საჭირო

ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ 6 ახალი აღმოაჩინა, რომლებიც ფიზიკისა და კოსმოსის კანონების მიხედვით არ უნდა არსებობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. უზარმაზარ გალაქტიკებში ძალიან ძველი ვარსკვლავებია. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს. კერძოდ, დიდი …

ნახვა »

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად …

ნახვა »

რას ამბობენ მკურნალი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ამის შესახებ კლინიკა ვივამედში ექიმებმა განცხადება გააკეთეს. რატომ არის მნიშვნელოვანი: ექიმების განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ სხეულის წონა და მასა დაქვეითებული რჩება. ამბობენ, რომ 20 თებერვალს წონა იყო 67 კილოგრამი და სხეულის მასის ინდექსი იყო 18,2, გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია და ძირითადად საწოლშია. …

ნახვა »

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნახვა »

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. “არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და …

ნახვა »

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …

ნახვა »

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, – ამის შესახებ ინფორამაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. „მოსალოდნელმა …

ნახვა »

14 წლის ნინიმ განათლების სამინისტროს დავა მოუგო – სასამართლომ უწყებას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14 წლის ნი­ნიმ, რო­მე­ლიც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს დავა მო­უ­გო და უწყე­ბას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბაც და­ა­კის­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავ­რცე­ლებს. “2009 წლი­დან, ნი­ნიმ თე­ლა­ვის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ი­წყო სწავ­ლა. 2015 წლამ­დე მას ეტლი არ ჰქონ­და და დე­დას ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი დაჰ­ყავ­და სკო­ლა­ში. 2017 წელს, სკო­ლა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ახალ შე­ნო­ბა­ში …

ნახვა »

თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-ს ავიახაზებმა 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა

Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი, თანამშრომლების მასობრივი, 24-საათიანი გაფიცვაა. გერმანიის 7 აეროპორტის, მათ შორის ფრანკფურტის, მიუნხენისა და შტუტგარდის აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ქვეყნის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით, Lufthansa-ს ავიახაზების თანამშრომლების გაფიცვის გამო, 295 000 მგზავრს მოცდა მოუწევს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია