პოლიტიკა

საზოგადოება

თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.

ნახვა »

2023 წლიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება

2023 წლის იანვრიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. თანხის გადახდა ყველა ტურისტს მოუწევს, ვინც ქალაქში ერთი დღით ჩავა და ღამე არ დარჩება. მერიას სურს, ამ ზომით ქალაქი განადგურებისგან დაიცვას. ტურისტები 3-დან 10 ევრომდე გადაიხდიან, რაც ვიზიტორთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ანუ რაც მეტი ტურისტი …

ნახვა »

“რეგიონები ორბელიანების სასახლეში” – 21 ნოემბერს “სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს

 როგორც ცნობილია, “რეგიონები ორბელიანების სასახლეში” – 21 ნოემბერს “სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს.   კვირეულის დაფუძნების მთავარი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობაა, ასევე ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე. „სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის …

ნახვა »

რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ებატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილითპატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა …

ნახვა »

პრეზიდენტმა Web Summit-ის გამარჯვებული, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. „კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე …

ნახვა »

17 ნოემბერს საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა

  1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გალაკტიონ ტაბიძე , ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ პოეზიასა და კულტურაში. გალაკტიონ ტაბიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში, რომლის ქუჩებს დღემდე ახსოვს „პოეტების მეფის“ უცნაური ხეტიალი.  გალაკტიონის როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც …

ნახვა »

გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა

გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობა ბოლო ათწლეულში ერთი მილიარდით გაიზარდა. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის რაოდენობასთან შედარებით, სამჯერ მეტია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობენ, მოსახლეობის ზრდა არის ყველაზე ნელი ტემპით ბოლო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას

შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

ნახვა »

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათაძის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. იგი გახლდათ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

ნახვა »

მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

60 წლის პედაგოგი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სართიჭალის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელის თვითმკვლელობა  სავარაუდოდ იმ გამოძიებას  უკავშირდება, რომელიც მის წინააღმდეგ  მიმდინარეობდა. პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში სდებდნენ ბრალს. შეტყობინება ადგილობრივ პოლიციაში ერთი კვირის წინ შევიდა. ანონიმი იუწყებოდა, რომ მასწავლებელი მოზარდებს უხამს შეტყობინებებს წერდა. სწორედ ეს ზარი გახდა  გამოძიების დაწყების საფუძველი. დღეს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია