პოლიტიკა

საზოგადოება

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა …

ნახვა »

წალკასთან ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, წალკასთან, ამჯერად სოფელ სალამალეიქისთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.  მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სოფელ მამიშლართან მოხდა.  

ნახვა »

ერთ-ერთ მეტროსადგურზე, მგზავრი ბაქანიდან გადავარდა, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა.  „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა

ნახვა »

დოროყაშვილი: მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ქალებს, თქვა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სული

ნელი დოროყაშვილი ამბობს, სასამართლო დავას გააგრძელებს და სამართლიანობას მიაღწევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.  “მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას …

ნახვა »

ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიშა კაპლანიშვილი დაიღუპა. ის ომის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იყო. მონაწილეობდა ხარკოვის ცნობილ კონტრშეტევაში და საკუთარი წვლილი შეიტანა არაერთი უკრაინული დასახლების გათავისუფლებაში.

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც​​.  ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წელს 1 880 დასაქმებული გაეთიშა, მათგან 302 კი ხელახლა გაწევრიანდა

დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წლის განმავლობაში 1 880 დასაქმებული გაეთიშა. აღნიშნულ პერიოდში, საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. გიორგი დანელია ამ წუთებში დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს 2021 ანგარიშს აცნობს. „2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა …

ნახვა »

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგაშვილი გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა. გიგაშვილის თქმით, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დააკავეს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.  გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, …

ნახვა »

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ …

ნახვა »

მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია