პოლიტიკა

საზოგადოება

ტყიბული სახალხო დღესასწაულს „ტყიბულ ქალაქობა 2022“-ს ზეიმობს

დღეს ტყიბული სახალხო დღესასწაულს „ტყიბულ ქალაქობა 2022“-ს ზეიმობს. ქალაქი სადღესასწაულოდ საგანგებოდ მოირთო. მოეწყო ,,კარვების ქალაქი“, სადაც ეთნოგრაფიული და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მოეწყობა ეთნო კულინარიის კონკურსი. პატარებისათვის არაერთი სახალისო აქტივობაა დაგეგმილი. გაიმართება ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. „ტყიბულ ქალაქობა“ ნატო გელაშვილისა და მისი ბენდის დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

ნახვა »

ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. “ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა …

ნახვა »

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. „საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ სამი მებრძოლი. უწყების ცნობით, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობის კურსი. …

ნახვა »

ქუთაისი, როგორც საიდუმლო მიმართულება – Let’s GET LOST with WIZZAIR in Kutaisi

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და …

ნახვა »

ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. „რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე …

ნახვა »

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია პატიმრის ბიძამ ოთარ გიორგბერიძემ დაუდასტურა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 …

ნახვა »

DJ „დინჯი“ გარდაიცვალა

ქართველი რადიო და საკლუბო დიჯეი, პროდიუსერი არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც საზოგადოება DJ „დინჯის“ სახელით იცნობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არჩილ ბუბუტეიშვილი 1994 წლიდან რადიოკომპანიაში „რადიო 105“ მუშაობდა. ამავე წელს, შედგა მისი საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი DJ „დინჯის“ სახელით გაააგრძელა მუშაობა. არჩილ ბუბუტეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ნახვა »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრების მომატებულ რისკთან დაკავშირებით აფრთხილებს

”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის …

ნახვა »

გალილეო გალილეის ცნობილი ხელნაწერი სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა

ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ გალილეო გალილეის ეკუთვნოდა, სინამდვილეში ყალბია. ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტი იუწყება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის განცხადების მიხედვით, ქაღალდის ეს ერთი ფურცელი მათი კოლექციის საგანძურში შედიოდა. თუმცა, ისტორიის პროფესორის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ყალბია: ქაღალდზე არსებული ჭვირნიშნები მე-18 საუკუნეზე უფრო ადრეული არ არის, ანუ, შესრულებულია …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია