პოლიტიკა

საზოგადოება

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს

შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს. როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები …

ნახვა »

ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია, ითხოვს $2 მლნ-ს – ვიდეო

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია. მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს.  სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა. მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა. ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.   თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.   

ნახვა »

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, …

ნახვა »

„აგროჰაბი“ ქსელში დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს გადაუხდის

კომპანია “აგროჰაბი” 2021 წლიდან ქსელში დასაქმებულ ყველა სტუდენტს ხელფასის, სასწავლო აკადემიურ საათებთან მორგებული გრაფიკისა და სხვა ბენეფიტების გარდა, ასევე უფინანსებს სწავლის წლიურ გადასახადს. განხორციელებულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, რის საფუძველზეც, კომპანიის მხრიდან მოხდა დაფინანსების ზრდა. “აგროჰაბში” დასაქმებული ყველა სტუდენტი წლიურად მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო გრანტს.“აგროჰაბში” დასაქმებული სტუდენტების გაზრდილი სასწავლო …

ნახვა »

ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ Covid-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 14 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს …

ნახვა »

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოცადა. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, …

ნახვა »

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, PACE-ს ყოფილი თავმჯდომარე და „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი პედრო აგრამუნტი ГРУ-ს გავლენის აგენტი იყო

მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გავლენის აგენტობაში ამხელენ. როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კრემლის ინტერესებს PACE-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი ატარებდა, მათი კოორდინატორი კი ГРУ-ს თანამშრომელი ვალერი ლევიცკი იყო. ლევიცკი სტრასბურგში რუსეთის გენერალური კონსული იყო, თუმცა …

ნახვა »

21 სექტემბერს მახათას მთაზე სადღესასწაულო წირვაზე ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლს დააბრძანებენ

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება. ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია. წირვას ჩაატარებს საპატრიარქო ტახტის …

ნახვა »

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, …

ნახვა »

მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის  ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.  ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია