პოლიტიკა

საზოგადოება

სამი მექსიკელი აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდა

აშშ-ის ქალაქ ელ-პასოს მახლობლად მესაზღვრეების პატრულმა დააკავა სამი მექსიკელი, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. „პირები, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შედიან, ხშირად მიმართავენ ექსტრაორდინარულ ტაქტიკას. მადლობას ვუხდით აგენტებს ამ სამი მიგრანტის დაკავებისთვის“, – წერს Twitter-ზე ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის უფროსი გლორია ჩავესი.

ნახვა »

კვლევა: დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს

„კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“, – ამის შესახებ დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ ვრცელ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის …

ნახვა »

წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი  გამართული ფუნქციონირება …

ნახვა »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება. “ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და …

ნახვა »

ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად გურიანიუსმა გაავრცელა. მათი ცნობით, დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოზარდი შეყვანისას, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახვა »

ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ქალები, რომლებმაც მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ. ქალებს სხეულზე ეწერათ საპროტესტო სლოგანი, რომლითაც რუსულ გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ. რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რის გამოც გერმანიის მთავრობას აკრიტიკებენ.

ნახვა »

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ „როსპარტიზანმა“ ტელეგრამარხზე დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ორგანიზაცია მიზნად პუტინის განადგურებას ისახავს.

ნახვა »

რა ვითარებაა ბორჯომში, სადაც მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.  ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, …

ნახვა »

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში, ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების პირველი მორეაგირე ჯგუფები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს. რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია