ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.
ნახვა »თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან …
ნახვა »თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება
თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი, წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. „მინდა, შევეხო თბილისობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და უხდება ჩვენს ქალაქს. ეს ჩვენი მრავალწლიანი ტრადიციაა, შეიძლება ითქვას, რომ …
ნახვა »სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა ამავდროულად კომპანიას დაევალა, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა რუსთავში წყალმომარაგება უნდა გააუმჯობესოს. „სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 …
ნახვა »მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი …
ნახვა »დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი. წინასწარი ცნობით, დაშავებულები ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
ნახვა »ოკუპაციის “კანონი” და რუსი ტურისტი : „ქართველები ისე იქცევიან თითქოს რუსებს ვალი გვქონდეს, ან მათი ოჯახის წევრი მოვკალი“
რუსეთის მოქალაქე, ბლოგერი ნატალი ურსულგო ოკუპირებულ აფხაზეთში, წელს, ივნისში, რუსეთიდან, ფსოუს უკანონო გამშვები პუნქტიდან შევიდა. ნატალიმ მოიარა ის ადგილები, საიდანაც ეთნიკური ქართველები, ეთნოწმენდის შედეგად, თითქმის სრულად გამოდევნილი არიან: გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი. ზიპლაინით დაეშვა იუფშარას ხეობაში, მდინარე კაპოეტისწყალზე (ბზიფზე), ნახა სტალინის აგარაკი, სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რიწის ტბაზე ნავით გასეირნების …
ნახვა »მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტში, კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრე- მაშველები ფეხით გადაადგილდებიან. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, სამუშაოებში უახლოეს საათებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთვება. ხანძარი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე …
ნახვა »პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. „ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა …
ნახვა »3 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს
3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.
ნახვა »