პოლიტიკა

საზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობა – აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კომენტარს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან …

ნახვა »

ომის ვეტერანებისთვის 8 აგვისტოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი უფასოა

ომის ვეტერანებისთვის 8 აგვისტოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი უფასოა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გვსურს ჩვენი დიდი პატივისცემა გამოვხატოთ საქართველოს მომავლისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლი ომის ვეტერანების მიმართ.თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. …

ნახვა »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 21:52 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან იყო.

ნახვა »

მდინარაძე ოქრუაშვილზე: ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა

ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად! – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტს. „ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა …

ნახვა »

ირაკლი ოქრუაშვილი: ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ

რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ამისთვის პატარა ბიძგია საჭირო. ,,ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა …

ნახვა »

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. „ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის …

ნახვა »

პირველი ქართველი ქალი ოფიცერი FBI-ს აკადემიაში

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში ისწავლის. ამ წარმატებას მას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ულოცავს: ”უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.” – წერია საელჩოს …

ნახვა »

ნინო ლომჯარია – 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს, თითოეულ შემთხვევას გამოეხმაურებიან და დაგმობენ. ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს: „დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს …

ნახვა »

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ …

ნახვა »

“გვემუქრებიან, რომ 2008 წელს მოგვანატრებენ” – რუსეთის მოქალაქეების თავდასხმა დედაენის ბარზე

დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს. ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ. ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ. „დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია