პოლიტიკა

საზოგადოება

ზელენსკი დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. Balenciaga-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ …

ნახვა »

ნიკა მელია: როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით

ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: “ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები – სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.  განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიედ ხდებიან ამ პროცესის …

ნახვა »

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, კერძოდ: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა. ცნობისთვის, …

ნახვა »

ხვალ თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:  საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, კვაჭაძის, ვარაზის და ბიწაძის ქუჩების …

ნახვა »

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:39 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მანამდე კი, იმავე ტერიტორიაზე მომხდარმა მიწისძვრამ, 03:48 საათზე, 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ნახვა »

რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა. ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნახვა »

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო, „დომინოს“ პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაევალა

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო „დომინოს“ პროდუქციის ამოღება დაევალა – ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.

ნახვა »

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, თენგიზ ცერცვაძეს საჭირო მკურნალობა სახლში უტარდება. თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსი 2020 წელს უკვე გადაიტანა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია