პოლიტიკა

Recent Posts

სასამართლომ რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში მომხარ მკვლელობებსა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში მომხდარი ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, …

ნახვა »

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 35, 36 და 43 წლის პირებს ბრალი უკვე წარედგინათ. ცნობილია, რომ დაკავებულები მანქანების საბურავებს განზრახ აზიანებდნენ და ავტომობილებიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდათ. ბრალდებულებს წაყენებული ბრალი პოლონეთის კანონმდებლობით 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ნახვა »

აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვას მხარი  დაუჭირა 64-მა სენატორმა, მათ შორის 14 რესპუბლიკელია. კანონპროექტში საუბარია 95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. 60 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს უკრაინისთვის, გათვალისწინებულია 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია