პოლიტიკა

Blog Layout

დიმიტრი მედვედევი – როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს, გამარჯვება ჩვენი იქნება!

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება და „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს: „ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მათ 2008 წლის ომი წააგეს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. „სამწუხაროდ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი …

ნახვა »

ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

ფოთში, ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა მეორე დაკარგული, 14 წლის მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ, ორი არასრულწლოვანი მეგობარი ზღვაზე საბანაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ნახვა »

ოთარ შამუგია – სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა – სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. სპეციალისტების წინასწარი შეფასების მიხედვით, კომპლექსური მოვლენები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში …

ნახვა »

უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. “უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში. დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი …

ნახვა »

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან, არის ძალიან დიდი ტყუილი -კახა კალაძე

მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებით მიზანმიმართულად გავრცელდა, თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ტყუილი, არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახე​ბ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე …

ნახვა »

შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, საქმე ორი მუხლით არის აღძრული – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. “ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია“, –განაცხადა მან. მან მიმდინარე …

ნახვა »

თემურ მღებრიშვილი – ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს, მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს, მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი. „სტიქიის ზონაში, დილიდან …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯუთას გზის რეაბილიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯუთას გზის რეაბილიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. მიმდინარე წლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია