პოლიტიკა

Classic Layout

ევროკომისიის ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების …

ნახვა »

თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს. ამასთან, დღეს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე …

ნახვა »

მედვედევი – ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა …

ნახვა »

მოტომედიკოსები – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი პროექტი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დღეიდან სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება …

ნახვა »

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

ნახვა »

მაშველებმა თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს, სამაშველო ღონისძიება გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიება გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა …

ნახვა »

13-14 აგვისტოს მეტროსადგურ დიდუბიდან სადგურის მოედნამდე მგზავრთა მომსახურება შეჩერდება

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ “გოცირიძის” მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ “დიდუბიდან” “სადგურის მოედნამდე”. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “დიდუბემდე” და “სადგურის მოედნიდან” “ვარკეთილამდე” . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ნახვა »

სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს. რუშდი დაეცა, თავდამსხმელი კი ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა უცნობია.  შტატის პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რუშდის კისრის არეში დანით მიაყენეს …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. „დაახლოებით 19:15 საათზე, მტერმა ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. სულ გამოშვებულია ხუთი რაკეტა. შევჩენკოვსკის …

ნახვა »

მწვერვალ თეთნულდზე ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ, ჯგუფი ფეხით მიემართება, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდთან ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ. უწყების ცნობით, მათ დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი უკვე მიემართება. ამასთან, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია