პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით

რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სამი მიმართულებით მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, – განაცხადეს გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება

ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია