STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა. სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.
ნახვა »„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი. როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო. საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი …
ნახვა »მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოეწვია ეს კანონი – ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის მიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. „ეს …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით …
ნახვა »ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას …
ნახვა »ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დატოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, დღევანდელი ევროკავშირის საელჩოდან რჩევა არ უნდა მივიღოთ მხოლოდ ერთი, ცალკე გაკეთებული მოწოდება, არამედ წინა განცხადებებიც უნდა გავითვალისწინოთ. „ევროკავშირის საელჩოს განცხადება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელიც წინარე განცხადებებშიც აღნიშნულია და ჩვენი …
ნახვა »შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე. „თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს …
ნახვა »საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, ის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. „რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე …
ნახვა »ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია. როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს. სამნიძის აზრით, საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 …
ნახვა »საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ …
ნახვა »