პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

გარდაიცვალა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდიუსერმა დაუდასტურა. ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული …

ნახვა »

ფიფა-მ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული საქმე აღძრა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საქციელის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ არგენტინელთა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა უხამსი ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რითიც შოკში ჩააგდო გულშემატკივრები და ორგანიზატორები. მატჩის შემდეგ, გასახდელში იმავე …

ნახვა »

დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის – 14 ბავშვი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ნახვა »

მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება

მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს. მინისტრის …

ნახვა »

ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ავტოფარეხსა და „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილ მასალაში არის ზესაიდუმლო დოკუმენტებიც. ანონიმური წყარო ამერიკულ მედიასთან აღნიშნავს, რომ ზესაიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება, „განსაკუთრებულად სერიოზული ზიანი“ გამოიწვიოს. როგორც …

ნახვა »

რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ნიკოლაევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. უკრაინის ხელისუფლება სარაკეტო იერიშებს ელოდება ლვოვის ოლქშიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს შავ ზღვაში ხუთი სამხედრო …

ნახვა »

აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

ნახვა »

ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა – არის მსხვერპლი

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტაში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტაში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის …

ნახვა »

Onyx Wing Studio-მ ქართული თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა

შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი პირველი ქართული კომპიუტერული თამაში იყო, რომლის გრაფიკამ და მუსიკამ როგორც შარქების, ასევე ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. Onyx Wings Studio-მ თამაში Mistcaller ოფიციალურად დააანონსა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Steam  – გადადით ლინკზე და დაამატეთ თამაში Wishlist-ში, რათა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ …

ნახვა »

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს

ექსპერტებმა 13 ჯიშის 1000-ზე მეტი ძაღლი კოგნიტიური და ქცევითი დავალებების კომპეტენტურობაზე შეამოწმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. მსოფლიოში არსებობს მოსაზრება, რომ ბორდერ კოლი თავისი სმენისა და მუშაობის უნარით ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. თუმცა, მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინოა, ასევე ცნობილი, როგორც ბელგიური ნაგაზი შესაძლოა ყველაზე ინტელექტუალი ძაღლი იყოს. მალინოა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია