STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს. კერძოდ, ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ქართული სახელმწიფოს პოზიცია უკრაინის მხარდაჭერისკენ არ არის მიმართული. ამ თემაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ის ელოდება, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით პირდაპირ დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას. „რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული …
ნახვა »დღეიდან, 5 მარტის ჩათვლით, საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ნახვა »საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მე-80 ჩემპიონატი ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა, ხოტენაშვილმა კი პირველი ადგილი 7 მოგებითა და 2 ყაიმით დაიკავა. ქვეყნის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის სრული დაფინანსებით გაემგზავრება. ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
ნახვა »ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, …
ნახვა »სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის განმავლობაშიც 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თითოეული ცენტი დაზარალებულთა კეთილდღეობას მოხმარდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი …
ნახვა »ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება. „რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის …
ნახვა »ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა. “რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება …
ნახვა »მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ნახვა »დღეიდან თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების …
ნახვა »სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. …
ნახვა »