STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – …
ნახვა »თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას აღემატება. CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში სულ მცირე 386 …
ნახვა »იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში …
ნახვა »თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „თურქეთის ავიახაზებში“ განცხადეს, რომ ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს. საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა. ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც.
ნახვა »სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი. ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 …
ნახვა »საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ნახვა »თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. სულეიმან სოილუს ცნობით, მათ შორისა გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს. თურქი სეისმოლოგები …
ნახვა »თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. „დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში …
ნახვა »