STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, დეკანოიძე საუბრობს ტოქსიკოლოგიურ დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია …
ნახვა »პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. როგორც ცნობილია, ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს. ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა …
ნახვა »გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: · ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; · ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა …
ნახვა »ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ. „ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი …
ნახვა »ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. ყოფილი პარლამენტარის – ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეცა. შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და …
ნახვა »ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს, მზად ვარ, დამკვირვებლად ჩავერთო, ჩემი ფავორიტი რომ არ დაიჩაგროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „რეალურად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიას სჭირდება კვალიფიციური, კომპეტენტური ოპოზიცია. თან გერქვას მთავარი ოპოზიციური პარტია და თან პირველი დღიდან შემართებით იძახდე, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, …
ნახვა »პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთია, რომელიც ვიღაცის თანხას არ არის ჩამოკიდებული, ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა. „არანაირი თანხები არსად არ გადანაწილებულა. თქვენ ეძებთ რაღაც თანხებს, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ იყო და ეს არარსებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ვიღაცის თანხას …
ნახვა »ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს. დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით. ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის …
ნახვა »Netflix-ის სერიალის „ჩრდილი და ძვალი“ მეორე სეზონი ეკრანებზე 16 მარტს გამოვა. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯესი მე ლი, ბენ ბარნსი, არჩი რენო, ფედი კარტერტი, ამიტა სუმანი, კიტ იანგი და სხვები. ახალ სეზონში 8 სერია იქნება. სერიალის გაგრძელება სერვისმა პირველი სეზონის მაღალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. პირველი 28 …
ნახვა »2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. აღნიშნული უფლების შემოღებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეს უფლება არ გამოიყენება პატიმრობაში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას. ამასთან, ცვლილებებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, …
ნახვა »