STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
როგორც BBC იუწყება, შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა 2013 წელს მაკაფერტიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რეგულარულ გამოსვლებს წყვეტს. როგორც მუსიკოსმა მაშინ აღნიშნა, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული ჰქონდა.
ნახვა »საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც საუბარია რუსების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ინფორმაცია მათ იძულებით გადაადგილებასა და დეპორტაციას უკავშირდება. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, იკვეთება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნები, რომლებზე რეაგირებასაც ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის …
ნახვა »საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჩინ-ფიოს შეხვდა. როგორც აღინიშნა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე. აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი …
ნახვა »გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს …
ნახვა »ნიკა მელიას განცხადებით, მზადაა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ არჩევნების შესახებ დეტალებზე პარტია იმსჯელებს. რაც შეეხება თანაგუნდელების განცხადებას, მელია ამბობს, რომ მათ “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”. “ვისაც გნებავთ, სადაც გნებვათ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ …
ნახვა »კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტარებმა ანგარიშით შექმნეს ნიადაგი, რომ თუ დასჭირდათ, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრან. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა – ჟურნალისტმა მას ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. “ეს, შეიძლება, სპეკულაციებად მოინათლოს ჩემი მხრიდან, მაგრამ რაკი ჩემ აზრს მეკითხებით, ვარაუდს გაგანდობთ. მე უფრო …
ნახვა »როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცოტა ხნის წინ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. მანამდე, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება. სად არის ხერსონი და რატომ არის …
ნახვა »საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა …
ნახვა »საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფომაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონსიძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების …
ნახვა »როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, ალიანსის შემდეგი სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. „ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. …
ნახვა »