STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – აღნიშნულია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნახვა »უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 88-მა ესტონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ნახვა »საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად გადასცა 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი, კერძოდ, „ოსურის“ მოცეკვავეებისთვის 15 კაბა,„ხევსურულის“ მოცეკვავეებისთვის 28 ჩოხა და მომღერლებისთვის 18 ჩოხა-ახალუხი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „ერისიონის“ ხელმძღვანელები და …
ნახვა »როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამზე“ იუწყება, უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო. „უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი …
ნახვა »გახმაურებული ბრიტანული სერიალის, The Crown-ის, ფანების სასიხარულოდ ახალი, მე-5 სეზონის ფოტოების ნახვა უკვე შესაძლებელია. ფოტოები Netflix-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა და მაყურებელს საშუალება მისცა, წინასწარ ეხილა ახალი მსახიობები, რომლებიც დედოფალი ელიზაბეთის, პრინც ჩარლზის, პრინცესა დაიანას და სხვა მნიშვნელოვანი გმირების როლებს მოირგებენ. ცნობილია, რომ ახალი სეზონის პრემიერა 9 ნოემბერს შედგება. ელიზაბეთ დებიკი და …
ნახვა »როგორც რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, ბელგოროდში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ბელგოროდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიას ჭურვები მოხვდა. დაშავებულია მამაკაცი. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგის საკონტაქტო ქსელი. მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებულია“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.
ნახვა »ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ტურის მოთამაშედ აღიარეს. საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored ქართველ თავდამსხმელს „ბოლონიასთან“ მოგებული (3:2) შეხვედრის შემდეგ 8.9 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. ქართველის შემდეგ ყველზე მაღალი ქულა „იუვენტუსის“ სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღო – 8,4, ხოლო მესამეზე „ინტერის“ თურქი …
ნახვა »დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი …
ნახვა »როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ …
ნახვა »ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად …
ნახვა »