STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი. კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ …
ნახვა »კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ. პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ …
ნახვა »12-14 აგვისტოს ბათუმში, საიუბილეო, რიგით მე-15 ჯაზფესტივალი ჩატარდება. სტუმრებს მუსიკითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამი დღე ელით. თიბისი კონცეპტისა და ისთერნ პრომოუშენის მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ჯაზ მატარებლით სარგებლობა შეეძლებათ. ჯაზის მოყვარულების კომფორტულ მგზავრობაზე საქართველოს რკინიგზამ იზრუნა. ჯაზ მატარებელი 13 აგვისტოს, 10:25 საათზე გავა თბილისიდან. სტუმრების მუსიკალურ …
ნახვა »საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნული შეფერხების მიზეზი რამდენიმე ქვესადგურის რეაბილიტაციაა. „ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების …
ნახვა »„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა. ფესტივალი ქართულმა ხმებმა და იტალიელმა მუსიკოსებმა დახურეს. 9 დღის განმავლობაში, კონცერტების პარალელურად, ცნობილმა შეფმზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს, იყო წიგნების პრეზენტაციები და ფილმების ჩვენება. ფესტივალის პირველი დღე იყო საქველმოქმედო, შემოსული თანხმა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ მე-9-ედ ტარდება. …
ნახვა »კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა …
ნახვა »პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები – ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მე მინდა …
ნახვა »55 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი მამუკა ონაშვილი. ონაშვილი ნატახტართან ავარიაში მოყვა. ორი დღე საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მამუკა ონაშვილმა საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. ასევე იყო მუსიკალური შოუ პროგრამების წამყვანი. 2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“. …
ნახვა »მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ გვსურს, მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია …
ნახვა »უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, …
ნახვა »