პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირზე “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია გაიმართება. მორიგი აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით …

ნახვა »

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა. თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, სოფიო გორგოძის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო. 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით …

ნახვა »

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, უმცა იქ ქვეყნის …

ნახვა »

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი კაიროში 15-23 ივლისს ჩატარდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ეგვიპტეში გაემგზავრება 10 სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დელეგაციის ხელმძღვანელი. დამატებით ორ სპორტსმენს თბილისის მერია დააფინანსებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სანდრო ბაზაძეს, ის ოლიმპიური კომიტეტისა და …

ნახვა »

გოგი ჩაგელიშვილის ფერწერულ შემოქმედებას ეროვნული გალერეა მასპინძლობს

ფერწერული შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე – გოგი ჩაგელიშვილის რეტროსპექტული გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში 6 ივლისის ჩათვლით შეუძლია.   „ჩაკეტილი სივრცე, დროდადრო შეიღებოდა კარი, დასავლეთიდან შემოფრინდებოდა ინფორმაცია, რომელიც ჩაკეტილი სივრცის ცენტრიდან იწყებოდა და პერიფერიებამდე მიიფრენდა. კარი იკეტებოდა,  გამოკეტილები თავისუფალი ქვეყნებიდან გაგონილს შემოქმედებაში იმ დოზით იყენებდნენ, სახელმწიფოს ცენზურას …

ნახვა »

კელი დეგნანი იმედგაცრუებულია

ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვევს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელია!

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელია! კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ქართველია, ვინც იტალიის სერია ა-ში ითამაშებს. ასე ესალმება “ნაპოლის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ქართველ ახალწვეულს.

ნახვა »

უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა

უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის …

ნახვა »

თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, …

ნახვა »

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, რიგაში, უკრაინელებს შეხვდება. ოთხი შეხვედრიდან სამი მოგებით ჯგუფის ლიდერი საქართველოს ნაკრებია, მეორე პოზიციაზე კი ესპანელები არიან, რომელთაც თამაშით ნაკლები აქვთ გამართული. 1 მოგებითა და 2 წაგებით კი მესამე პოზიციაზე უკრაინის ნაკრებია. უკრაინა – საქართველოს შეხვედრა დღეს, თბილისის დროით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია