STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის …
ნახვა »24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რაც წინა დღის მაჩვენებელს 280 მოკლული ოკუპანტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1722 ტანკი, 3942 ჯავშანტექნიკა, 869 საარტილერიო სისტემა, 255 ზალპური ცეცხლის სარაკეტო …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ. როგორც აღინიშნა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ …
ნახვა »2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს …
ნახვა »ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით… გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და …
ნახვა »საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. ხანძრის ორი კერიდან ერთი სოფელი ვრისას მიმართულებით გავრცელდა, მეორე კი სანაპირო კურორტ ვატერასკენ, სადაც, სულ მცირე, ორი სახლია დამწვარი. „ტერიტორიაზე კვლავ ჩანს კვამლის უზარმაზარი ნაკადი. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურებს ხანძრის ჩაქრობას ურთულებს“ – წერს Euronews-ი. …
ნახვა »ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს. ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 …
ნახვა »საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების …
ნახვა »რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. არსებული ცნობებით, რუსულმა ძალებმა „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. როგორც ცნობილია, ორი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ორი რაკეტა კი, პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.
ნახვა »ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი კიევს სტუმრობს. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა კიევში ჩასვლის შესახებ: „ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, რადგან აქ გრძელდება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ყველას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“. 23 ივლისს კიევი მასპინძლობს პირველი ქალბატონებისა და ბატონების მეორე სამიტს, რომლის ინიციატორი იყო უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 2021 წელს. წელს …
ნახვა »