STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია …
ნახვა »საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე. თამაშებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ ნეიტრალურ სპორტსმენებს, რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს. ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე წერია, რომ ამ მომენტისთვის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება შეძლო 11 ასეთმა სპორტსმენმა (რვა რუსი და სამი ბელარუსი). ნეიტრალურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან ხელი …
ნახვა »ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა თავი შეიკავა. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“. „არცერთი ქვეყანა არ …
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე თავად განაცხადა. რუსული მედია წერს, რომ ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, …
ნახვა »სერია A-ს წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ატალანტას წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.
ნახვა »ცნობილია ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესოების ვინაობა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სასტუმრო გრანდ შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოევს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა, ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. წელს პირველად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის …
ნახვა »საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა. ქალთა ერთა ლიგის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, თუმცა 44-ე წუთზე ტექნიკური ხარვეზის, ელექტრო ენრგიის გათიშვის გამო დროებით შეჩერდა. შეხვედრა რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სათადარიგო მოდანზე განახლდა. პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მეორე ტაიმში ქართველებმა 4 გოლის გატანა შეძლეს. …
ნახვა »უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის უნივერსიტეტის ქუჩაზე თავია მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა და საბოლოო სამუშაოებს გაეცნო. „ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც …
ნახვა »ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, –აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაში. მისივე თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს. „ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. კერძოდ, ეს ეხება მობილიზაციის საკითხებს. საუბარი არაა მხოლოდ მათზე, ვისი მობილიზებაც …
ნახვა »მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე „კაბუ”, რომელიც ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას მას კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით …
ნახვა »