პოლიტიკა

Tag Archives: ბიძინა ივანიშვილი

ანდრიუს კუბილიუსი – ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო – ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი

ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან, თავს ისე აჩვენებენ, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის 12 პუნქტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს. „მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია და …

ნახვა »

ლევან იოსელიანი – ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. იოსელიანი მიიჩნევს, რომ როგორი კანონიც უნდა მიიღონ, ივანიშვილთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან ის პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობს. „როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვერანაირად ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან – ოპოზიციის გამოხმაურებები

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს მოსაზრებით, უფრო ბუნებრივი და სწორი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება, რადგან ამით ბევრად უფრო გასაგები იქნება, რა პოზიცია და ფუნქცია აქვს მას და დახუჭობანას თამაში დასრულდება. ჟურნალისტებთან საუბარში ჰერმან საბო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ოლიგარქიზაციის თაობაზე არსებული ჩანაწერის ინდივიდებისკენ, ვიღაცის წინააღმდეგ მიმართვა არასწორი იქნება და საკითხი …

ნახვა »

Credit Suisse ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის მოქმედებებს სასამართლოს თანხმობის გარეშე აღარ განახორციელებს

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ …

ნახვა »

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი EU-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო დემოკრატიული კავშირი (IDU) მოუწოდებს ევროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს. IDU საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. კავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ევროპულ მისწრაფებებს და  დაიწყოს ევროკომისიის …

ნახვა »

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში და ქვეყნის მთავარ პრობლემად დასახელებული ბიძინა ივანიშვილი. გთავაზობთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს: ”მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ …

ნახვა »