პოლიტიკა

Tag Archives: ომი უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რაც წინა დღის მაჩვენებელს 280 მოკლული ოკუპანტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1722 ტანკი, 3942 ჯავშანტექნიკა, 869 საარტილერიო სისტემა, 255 ზალპური ცეცხლის სარაკეტო …

ნახვა »

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. არსებული ცნობებით, რუსულმა ძალებმა „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. როგორც ცნობილია, ორი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ორი რაკეტა კი, პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.

ნახვა »

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. ღამით დაბომბეს ქალაქი ნიკოპოლიც. გავრცელებული ცნობით, ქალაქის მიმართულებით 100-მდე ჭურვი გაუშვეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბომბა სამი დასახლება, რის შედეგადაც დაშავდა რვა ადამიანი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე რუსების შტურმი …

ნახვა »

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და 17 დაშავებულის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს. „რუსები ხარკოვზე დარტყმებს ახორციელებენ. მოსახლეობის საყურადღებოდ: იყავით თავშესაფრებში, აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ ქუჩებში, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს“, – ამბობს სინეგუბოვი. ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ …

ნახვა »

ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

დღეს დილით, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 13 წლის ბავშვია. „სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი, დაიღუპა. დაშავდა …

ნახვა »

“7 საათიანი დაბომბვის შემდეგ მშვიდობიანად გამოვედით” – “კავკასიის ლეგიონის” ქართველი მებრძოლები

“კავკასიის ლეგიონის” მეთაური ლადო გამსახურდია “ფეისბუქზე” წერს, რომ ქართველი მებრძოლები ურთულესი საბრძოლო დავალებიდან, შვიდსაათიანი დაბომბვის შემდეგ, უდანაკარგოდ გამოვიდნენ. “7 საათიანი დაბომბვების სერიის მერე გამოვედით მშვიდობიანად დავალებიდან. გვბომბავდა როგორც არტილერია, ასევე ჰაერი (ვერტმფრენი). ვიბომბებოდით: კასეტური ჭურვებით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით. ყველანი ცოცხლები ვართ შეგვემჩნევა მსუბუქი “კანტუზიის” ნიშნები. გავივლით ხვალ მედიკოსებთან პროცედურას” – …

ნახვა »

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. „შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დაიბრუნა 45 დამცველის ცხედარი“ – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ოდესას რაკეტებით დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი ღამით ოდესის ოლქს რაკეტებით დაესხა თავს. შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა. 1 მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 – მშვიდობიან სოფელში მოხვდა”, – ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, დარტყმის …

ნახვა »

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამაზე ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. “დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე”, – განაცხადა შვედეთის საგარეო …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა -​ რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი ​გახდება ​მათი შემდეგი სამიზნე დონბასში

რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი გახდება მათი შემდეგი სამიზნე დონბასში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო ცნობების მიხედვით, რუსული არმია ნელა მიიწევს წინ დასავლეთისკენ, ლისიჩანსკიდან სევერსკის მიმართულებით საარტილერიო და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაეხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის. ბრიტანელების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია