პოლიტიკა

Tag Archives: ომი უკრაინაში

რუსეთმა დონეცკის დაბომბვა დაიწყო

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. …

ნახვა »

დონეცკში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, გასული დღის განმავლობაში, კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება. “რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდიივკაში, სევერსკში, პოკროვსკესა და ორლოვკაში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი”,- …

ნახვა »

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“

კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს. „გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე. ცნობისთვის, ოკუპანტებისგან …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. „გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, …

ნახვა »

ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს. მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული …

ნახვა »

რა თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას? – პრემიერ-მინისტრის განცხადება

შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. “ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს …

ნახვა »

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს. „უკრაინელების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად რუსებმა კუნძულიდან სწრაფი ევაკუაცია განახორციელეს“, – ნათქვამია ოდესის საოლქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე სარაკეტო იერიში ხორციელდებოდა.

ნახვა »

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს

მიკოლაევში დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა. ამასთან, მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მიკოლაევში მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის …

ნახვა »

ქალაქ კრემენჩუკში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა. ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა. „ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია