პოლიტიკა

Recent Posts

მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა

გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა 34 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელმა გამოაქვეყნა გამოსათხოვარი წერილი სოციალურ ქსელში, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ფეხბურთში წარმატების მიღწევაში დაეხმარა. საკლუბო კარიერაში იოზილი თამაშობდა „შალკეში“, „ვერდერში“, „რეალში“, „არსენალში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ბაშაქშეჰირში“. გერმანიის ნაკრებში ნახევარმცველმა 92 მატჩი ჩაატარა და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს. „დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, რაც ცდილობენ.

ნახვა »

რომან გოცირიძე პარლამენტის ბოიკოტზე – ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე – გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება. რომან გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა. „ბოიკოტისტობა“ რას …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია