პოლიტიკა

editor

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ …

ნახვა »

პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა, დღევანდელ კენჭისყრაზე, “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პროცედურის თანახმად, კენჭი ეყარა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს, პირვანდელი ვერსიით, კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: 82 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი. მანამდე კი კენჭი უყარეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელსაც მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 26-მა მისცა ხმა. შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის …

ნახვა »

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით – 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება. ასევე, ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში …

ნახვა »

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ დროისთვის 9 მათგანი შიმშილობს. შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. გაფიცულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. „მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში, ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს კი უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც …

ნახვა »

ანა ბუჩუკური – ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო – დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. მისი აზრით, “ქართული ოცნება” დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ …

ნახვა »

ვენეციის კომისია “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს

ვენეციის კომისია “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს: ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. „საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის …

ნახვა »

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად,  ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება  და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება და თუკი ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება „საქართველოს …

ნახვა »

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. „უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ …

ნახვა »

სილვიო ბერლუსკონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ის მილანში, სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.  გაზაფხულზე ბერლუსკონი ფილტვის ინფექციაზე მკურნალობდა, რაც ქრონიკული ლეიკემიის მანამდე გაურკვეველ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. მილიარდერი მედია მაგნატი სილვიო ბერლუსკონი 1994-2011 წლებში ოთხ მთავრობას ედგა სათავეში. ის იყო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიას Forza Italia-ს ლიდერი.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია