პოლიტიკა

editor

თურქულმა ტელეარხებმა სტიქიით დაზარალებულების ფინანსური დახმარებისთვის ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის განმავლობაშიც 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თითოეული ცენტი დაზარალებულთა კეთილდღეობას მოხმარდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი …

ნახვა »

გიორგი სააკაშვილი – კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე

ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება. „რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის …

ნახვა »

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა. “რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება …

ნახვა »

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნახვა »

თბილისის მერია დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს

დღეიდან თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების …

ნახვა »

მევლუთ ჩავუშოღლუ – სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ

სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. …

ნახვა »

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერები შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა

დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტში, პლენალურ სხდომაზე შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, რომელიც 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ნახვა »

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო …

ნახვა »

“ხალხის ძალა” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აინიცირებს

 “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს “პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები”. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, …

ნახვა »

მედიის ცნობით, რუსმა გენერალმა თავი მოიკლა

რუსმა გენერალმა, რომელიც ოპოზიციონერებზე ნადირობდა,  თავი მოიკლა – ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსი გენერალ-მაიორისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს “ექსტრემიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ მაკაროვის ცხედარი 13 თებერვალს დილით მის აგარაკზე სოფელ გოლიკოვოში იპოვეს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია