პოლიტიკა

editor

The Weeknd ფსევდონიმის გამოყენებას აღარ აპირებს

კანადელი მომღერალი The Weeknd ფსევდონიმის გამოყენებას აღარ აპირებს და კარიერას აბელ ტესფაიეს, საკუთარი ნამდვილი სახელით გააგრძელებს. ბოლი პერიოდში მან ტესფიაემ განაცხადა, რომ The Weeknd-ის “მოკვლა” სურს. “განწმენდის გზას ვადგავარ. ჩემი ცხოვრების იმ თავს ვუახლოვდები, რომელშიც The Weeknd უნდა დასრულდეს. მე კვლავ დავწერ მუსიკას, შესაძლოა აბელის სახელით, შესაძლოა რამე ახალი ფსევდონიმით, …

ნახვა »

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, …

ნახვა »

გუდამაყარში, ჯომარდობის დროს დაკარგული ერთ-ერთი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუშინ, 15 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდამაყარში, ჯომარდობის დროს მდინარემ ორი ტურისტი გაიტაცა. დაკარგულთაგან ერთ-ერთის ცხედარი გუშინ მალევე იქნა ნაპოვნი. როგორც ფასანაურში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, დავით მელიქიშვილმა განაცხადა, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა.

ნახვა »

ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.

ნახვა »

ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია …

ნახვა »

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ სხდომაზე გაასაჯაროებენ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან.  საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, – განაცხადა ვაშაძემ. მან  მოუწოდა ოპოზიციას სრული მობილიზებისკენ “ქოლ ცენტრებთან” …

ნახვა »

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თურქეთში მეორე ტური იქნება

ამ წუთისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა.  შესაბამისად ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი …

ნახვა »

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo

დიდ ბრიტანეთში, ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo. სიმღერამ ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც …

ნახვა »

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება. „პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია