პოლიტიკა

editor

„ბიბისი“ – რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს. ტომსკში, ადგილობრივებმა მოაწყვეს უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის იმ რაიონებში, სადაც შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო აქციები, პოლიციაა მობილიზებული. ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში …

ნახვა »

შსს – რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების …

ნახვა »

კახეთში მამამ 2 წლის შვილს სასტიკად სცემა – პოლიციამ მოძალადე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე …

ნახვა »

ევროკომისიამ თანამშრომლებს „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა

ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორ „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15 მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს. ამასთან, მათ უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან …

ნახვა »

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

ვაკის პარკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე განსასჯელის, „გრინსერვის+“-ის დირექტორ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლოზე შადრევნის მაკომპლექტირებელი დეტალების მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენლის, მონტაჟის ინჟინერის ლიანგ მინგჩის გამოკითხვა მოითხოვა. როგორც ჩოფიკაშვილმა განაცხადა, მან ვერ შეძლო მნიშვნელოვან მოწმესთან დაკავშირება და გამოკითხვა, ბრალდების მხარე კი ამ მოწმის მოძიებით არ დაინტერესებულა. …

ნახვა »

Politico: ევროპარლამენტში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში 1,5 მილიონი ევროა ამოღებული, თუმცა ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს

ევროპარლამენტში კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბელგიის პოლიციამ 1,5 მილიონი ევრო ამოიღო, თუმცა, როგორც გამოცემა Politico წერს, „ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს“. გამოცემამ მოიპოვა წვდომა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის დაკავების ორდერზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავარმა ეჭვმიტანილებმა „რამდენიმე მილიონი ევრო მიიღეს“. „თანხის მნიშვნელოვანი ოდენობა ფარულად, მაროკოსა და კატარში …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა …

ნახვა »

„ჯეიმს უებმა“ ახალი გალაქტიკები აღმოაჩინა, რომელთა გამოც შესაძლოა ახალი კოსმოლოგიური თეორიის შექმნა გახდეს საჭირო

ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ 6 ახალი აღმოაჩინა, რომლებიც ფიზიკისა და კოსმოსის კანონების მიხედვით არ უნდა არსებობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. უზარმაზარ გალაქტიკებში ძალიან ძველი ვარსკვლავებია. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს. კერძოდ, დიდი …

ნახვა »

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეში ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ნახვა »

თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია