Netflix-ში პოპულარული სერიალის, „უენსდეის“ მეორე სეზონის გადაღების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Variety წერს. გამოცემის ინფორმაციით, შოუს პირველმა სეზონმა, რომელიც 8 ეპიზოდისგან შედგება, სტრიმინგ-სერვისის მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, სერიალს ადამსების ოჯახის ქალიშვილის შესახებ პლატფორმის მომხმარებლების გამოსვლიდან 28 დღის განმავლობაში 1,2 მილიარდი საათის განმავლობაში უყურებდნენ. მთავარ როლს სერიალში ჯენა ორტეგა ასრულებს. შოუში …
ნახვა »50 Cent-ი და ემინემი სერიალზე მუშაობენ
რეპერმა, პროდიუსერმა და მსახიობმა 50 Cent-მა განაცხადა, რომ ემინემთან ერთად სერიალზე მუშაობს, რომელიც ფილმის „8 მილი“ ადაპტაცია იქნება. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე 50 Cent-მა YouTube-პოდკასტ BigBoyTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სერიალი „გრანდიოზული“ უნდა გამოვიდეს. 50 Cent-ის აზრით, შოუს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ემინემს მემკვიდრეობისთვის. …
ნახვა »სტოლტენბერგი: თუ გვსურს, უკრაინა გადარჩეს, მას მხარი უნდა დავუჭიროთ, იარაღი მშვიდობის გზაა
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ მსოფლიოს უკრაინის გადარჩენა სურს, მაშინ მას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, იარაღი სწორედ მშვიდობის გზაა. “ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს …
ნახვა »შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი …
ნახვა »გივი მიქანაძე – კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული
კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას. მისი თქმით, ის არ არის ინფორმირებული, თუ რა გადასცა უკრაინამ საქართველოს 2008 წელს. მიქანაძე დასძენს, რომ რამდენადაც მან იცის, “ეს იყო შესყიდული, რაც ნიშნავს, რომ ეს …
ნახვა »კასიანოვი – უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა
კიევმა თბილისს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა …
ნახვა »ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება
საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს …
ნახვა »რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო იუწყება, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბა. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შეიძლება, ადამიანები იმყოფებოდნენ. გრძელდება სამაშველო ოპერაცია.
ნახვა »ხატია დეკანოიძე – ყველა, ვინც ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ვინც ჩართულია, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“, ცნობილი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „დაახლოებით 12 დღის წინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის რეალურად ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, …
ნახვა »თბილისის მერია – ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. „ამ …
ნახვა »