პოლიტიკა

editor

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის რუსეთში შესვლა აეკრძალა

  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის და მწერალ მარგარეტ ეტვუდს, რუსეთში შესვლა აეკრძალათ.  როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ალბერტას პროვინციის პრემიერი დანიელე სმიტი, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის CBC-ის ჟურნალისტები და კანადა-უკრაინის ფონდის რამდენიმე წევრი. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადამ …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონს ეწვია

 მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლადგათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია. მან ხერსონში უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა. „ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-სა და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.

ნახვა »

MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო

 როგორც Rolling Stone-ი წერს,  MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო.   გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპ შემსრულებელი და საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო.  ცნობისთვის, ნიკი მინაჟი ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს, ჰარის სთაილზმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“. სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს კეი-პოპის ვარსკვლავებმა: ლისამ, ჯგუფებმა Seventeen, BTS …

ნახვა »

სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო.  როგორც ვიცით, ოფიციალური ანკარა წარსულში აშშ-ს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში ადანაშაულებდა.  თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის …

ნახვა »

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში აღმოჩენილი გვირაბი კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანთ

ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელმაც არქეოლოგები შესაძლოა კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანოს ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, გათხრებს ტაპოსირის მაგნაში სან-დომინგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტლინ მარტინესი ხელმძღვანელობს, რომელიც ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის საფლავს 2005 წლიდან ეძებს. მისმა გუნდმა ტაძრის ქვეშ, 13 მეტრის სიღრმეზე მდებარე გვირაბი აღმოაჩინა, რომლის სიგრძეს 1 305 მეტრს აღწევს, …

ნახვა »

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

   უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – განაცხადა გაიდაიმ.  როგორც ცნობილია, 12 …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას

შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

ნახვა »

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. სულეიმან სოილუს …

ნახვა »

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

 როგორც ცნობილია, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „ტვიტერში“ სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავებულია.  შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა.   ამ ეტაპზე  უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია