პოლიტიკა

editor

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათაძის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. იგი გახლდათ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

ნახვა »

ანტიკორუფციულო ბიუროს შექმნა; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – გადაცემა “აქტუალური თემა”

ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – რა გამოწვევები აქვს ქვეყანას? გადაცემა “აქტუალური თემა”  

ნახვა »

ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული. “ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს – კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან …

ნახვა »

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა

 ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ნახატი, სახელწოდებით „უპირობო სიყვარული“ 10 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. როგორც მხატვარი წერს, მიღებული თანხა Arms Around the Child-ს გადაერიცხება, შიდსით დაავადებული 10 ბავშვის დასახამარებლად, რომლებსაც მკურნალობასა …

ნახვა »

კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ

უკრაინის დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიევის საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან იღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ, 64 დეპუტატის თანხმობით, გუშინ, 10 ნოემბერს მიიღო. კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული: „რუსეთის …

ნახვა »

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ

 CNN-ის ინფორამციით, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.  სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მაცხოვრებლებით არიან გარშემორტყმულნი. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.  ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც …

ნახვა »

ანდრეი ერმაკი – ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა

  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. “შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა – მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ. ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება. ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ …

ნახვა »

მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

   უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა. „მეორე რაიონში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწარმოების სამრეწველო ფართები და საწყობები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური“, – …

ნახვა »

მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს

 მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ.  ასევე, რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტიორი, ალექსანდრე კოტსი „ტელეგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის ცენტრალური მონაკვეთი განადგურებულია. „ჩემს უკან …

ნახვა »

მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

60 წლის პედაგოგი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სართიჭალის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელის თვითმკვლელობა  სავარაუდოდ იმ გამოძიებას  უკავშირდება, რომელიც მის წინააღმდეგ  მიმდინარეობდა. პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში სდებდნენ ბრალს. შეტყობინება ადგილობრივ პოლიციაში ერთი კვირის წინ შევიდა. ანონიმი იუწყებოდა, რომ მასწავლებელი მოზარდებს უხამს შეტყობინებებს წერდა. სწორედ ეს ზარი გახდა  გამოძიების დაწყების საფუძველი. დღეს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია