პოლიტიკა

editor

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შეტევა წარმატებით გრძელდება

  გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შეტევა წარმატებით გრძელდება სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის ცენტრალური მიმართულებით, ქ.სვატოვოსკენ.   ლუგანსკის ჩრდილოეთით, უკრაინული არმიის ოპერატიული პაუზის დასრულების შემდეგ, რა დროშიც მოხდა მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით რუსების მიერ დატოვებული ტერიტორიების ათვისება, გადაჯგუფება და მოიერიშე დაჯგუფების ჩამოყალიბება, დაიწყო კომბინირებული შეტევა სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის მთელს სიგრძეზე, ჩრდილოეთი-ცენტრალური-სამხრეთი …

ნახვა »

ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დასახელებულ 2022 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტებს შორის დემნა გვასალია მოხვდა

  ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2022 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა. წლის დიზაინერის ნომინაციაში ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი და ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნაა.  საუკეთესო დიზაინერის წოდებისთვის დემნასთან ერთად ჯონათან ანდერსონი (JW Anderson და Loewe), მეთიუ ბლაზი (Bottega Veneta), მიუჩია პრადა და პიერპაოლო პიჩოლი (Valentino) იბრძოლებენ.  ცნობისთვის, ღონისძიება 5 დეკემბერს გაიმართება.

ნახვა »

აშშ-ის მთავრობას უკვე გადაეცა NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის

 უკრაინული მედდის ცნობით, აშშ-ის მთავრობას უკვე გადაეცა NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის.  მწარმოებელი კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა, დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა, რომ ორი სისტემა აშშ-ს მთავრობას რამდენიმე კვირის წინ გადაეცა. „ისინი უკრაინაში მალე განთავსდება“, – განაცხადა გრეგ ჰეისმა.

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს.  როგორც ცნობილია, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. ასევე ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სამწუხაროდ, იერიშის შედეგად დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და სამი ადამიანი დაშავდა.

ნახვა »

ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

  რუმინული მედიის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები.  როგორც  რუმინული მედია წერს, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.  ცნობილია, რომ შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა

 გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა.  უწყების შეფასებით, ეს რუსეთის საჰაერო ძალების Ka-52 ფლოტის ექსპლუატაციაში მყოფი 90 ვერტმფრენის 25%-ზე მეტს და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების დანაკარგების თითქმის ნახევარს წარმოადგენს. „რუსეთი ჯერ კიდევ ვერ ინარჩუნებს ადეკვატურ საჰაერო უპირატესობას, რათა საიმედოდ …

ნახვა »

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს. ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით. …

ნახვა »

მალე Dark-ის შემქმნელების ახალი სერიალი, 1899 გამოვა

 მალე ბნელის შემქმნელების ახალი სერიალი, 1899, გამოვა.  როგორც ცნობილია, სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობს. ტრეილერში ჩანს, რომ ემიგრანტებით სავსე გემი ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრება. ბორტზე მყოფ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს კი ერთი რამ აერთიანებს — ისინი რაღაცას გაურბიან. გზად მგზავრები თვეების წინ დაკარგულ გემს, სახელად Prometheus-ს აღმოაჩენენ, რის შემდეგაც უცნაური ამბები …

ნახვა »

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა …

ნახვა »

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

  როგორც ცნობილია, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, –აღნიშნა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.  მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია