საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო – ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას. ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: vote.junioreurovision.tv, უყურეთ ვიდეოკოლაჟს, შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე, მონიშნეთ საქართველო, მარიამ ბიგვავა და კიდევ ორი ქვეყანა. ხმის მიცემის დასრულებისთვის შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ამოცანა (მაგ. 2+2; 8-4) და დაადასტურეთ ხმის მიცემა. ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, …
ნახვა »ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა
ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს. ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და …
ნახვა »მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა
მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა: “ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი… თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე …
ნახვა »რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის მიღმა დარჩნენ
ავსტრიამ და ჰოლანდიამ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების მოთხოვნა დაბლოკეს. შედეგად, ეს ორი ქვეყანა კვლავ უპასპორტო ზონის მიღმა დარჩნენ. ხორვატიამ კი ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, შესაბამისად, შენგენის ზონას ის 2023 წლის იანვრიდან შეუერთდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. კენჭისყრა ბრიუსელში ხუთშაბათს ნაშუადღევს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს გაიმართა.
ნახვა »პუტინი – დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს
დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის …
ნახვა »გიული ალასანია – ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს
დიდი დრო არაა გადადების, მაგრამ ეს ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ალასანიას თქმით, მას მოლოდინზე საუბარი უჭირს. „ვერაფერს ვვარაუდობ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, მოვისმინეთ რაც მოვისმინეთ. არსებობს სასამართლოც, …
ნახვა »პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი …
ნახვა »თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”. პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა. “პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში …
ნახვა »ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა
ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა …
ნახვა »