პოლიტიკა

editor

ჩინეთში მიმდინარე ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი აირჩიეს

 ჩინეთში  მიმდინარე კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა.    ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს სი ძინპინი, რომელმაც დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესო და ხისტი განცხადებები გააკეთა.  პირველ რიგში, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ვალია ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ტაივანის ჩინეთის ცენტრალურ …

ნახვა »

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო

 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო.   როგორც ცნობილია, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

ნახვა »

გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ

  Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. UPI-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ნახვა »

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

  როგორც გამოცემა Variety  წერს, ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმში მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება.  როგორც ცნობილია, ფილმ „მარიას“ რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინი იქნება. სცენარის ავტორი კი სტივენ ნაიტი  გახლავთ.

ნახვა »

აქტუალური თემა – ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია; ცივი სეზონი და გააქტიურებული ვირუსები – ექსპერტის რეკომენდაცია

13 ოქტომბერს, პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ორმა მოზარდმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან …

ნახვა »

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

 იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო.  ცნობისთვის, რომ ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.  შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში …

ნახვა »

დოროყაშვილი: მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ქალებს, თქვა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სული

ნელი დოროყაშვილი ამბობს, სასამართლო დავას გააგრძელებს და სამართლიანობას მიაღწევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.  “მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას …

ნახვა »

Balenciaga კანიე ვესტთან თანამშრომლობას წყვეტს

 კანიე ვესტის ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება, Balenciaga-მ რეპერთან პარტნიორობის დასრულება გადაწყვიტა.  “Balenciaga-ს აღარ აქვს არანაირი ურთიერთობა ამ ხელოვანთან და არც სამომავლოდ გეგმავს ერთობლივ პროექტებს”, — ვკითხულობთ Balenciaga-ს მფლობელი კომპანიის, Kering-ის განცხადებაში.  ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს

  უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. „კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.  ცნობილია, რომ  თავდასხმის შედეგად რამდენიმე …

ნახვა »

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 როგორც ცნობილია, დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს.  გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია