პოლიტიკა

editor

ისრაელის რაკეტების სამიზნე დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები იყო

 როგორც ცნობილია, სირია ისრაელს დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმებში ადანაშაულებს.  როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ისრაელის რაკეტების სამიზნე გვიან ღამით დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები იყო. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა ისრაელის სარაკეტო დარტყმები დამასკოსა და სამხრეთ რეგიონის საჰაერო სივრცეში“, – განუხადეს სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SANA-ს.

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკში, ბახმუტის აღმოსავლეთ პერიმეტრზე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელს

  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკში, ბახმუტის აღმოსავლეთ პერიმეტრზე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელს. იმ ზონაში, სადაც ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსული არმია ინტენსიურად ცდილობს წინსვლას და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით შეძლეს ქალაქთან მიახლოვება, შემდეგ კი აღმოსავლეთით განთასვებული ასფალტის ქარხნის დაკავება მოახერხეს. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა მძიმე არტილერიის მხარდაჭერით მხოლოდ 24 საათში შეძლეს, რუსების მიერ …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა, არის ძალიან ცუდი ორი მოძმე ხალხის მომავლისთვის – ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაბიჯები, რაც ართულებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, არის „ძალიან ცუდი“. როგორც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილშია ნათქვამი, ახლა „ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი“ და ვიაროთ „ახლო გამარჯვებამდე“. „ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა, არის ძალიან ცუდი ჩვენი ორი მოძმე ხალხის მომავლისათვის. ჩემთვის ეს …

ნახვა »

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – „კლანის“ გავლენიანი წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემაში „კლანის“ გაძლიერებსა და „ქარული ოცნების“ მხრიდან მეტი კონტროლის დამყარებას ემსახურება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადების თანახმად, „კლანის გავლენიანი წევრების” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება, „პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან“. “ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის …

ნახვა »

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაამტკიცეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი გახდა მისი მისამართით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რის გამოც, როგორც …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ ზაგრებს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები. „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში …

ნახვა »

ლანა დელ რეის ის ლეპტოპი მოჰპარეს, რომელშიც ახალ ალბომს ინახავდა

ლანა დელ რეის თქმით, მას მოჰპარეს ზურგჩანთა, რომელშიც მისი ახალი ალბომის შემცველი ლეპტოპი ინახებოდა. მომღერალმა აღნიშნა, რომ კომპიუტერთან ერთად, კამერა და რამდენიმე მყარი დისკიც მოიპარეს. “რამდენიმე თვის წინ მანქანა მელროუზის ავენიუზე შევაჩერე, ლოს ანჯელესში, და რამდენიმე წუთით გადმოვედი” — დაწერა მან ინსტაგრამზე. “ზურგჩანთა მანქანაში დავტოვე. ვიღაცამ ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია და …

ნახვა »

ერთ-ერთ მეტროსადგურზე, მგზავრი ბაქანიდან გადავარდა, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა.  „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა

ნახვა »

ჩინეთში მიმდინარე ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი აირჩიეს

 ჩინეთში  მიმდინარე კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა.    ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს სი ძინპინი, რომელმაც დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესო და ხისტი განცხადებები გააკეთა.  პირველ რიგში, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ვალია ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ტაივანის ჩინეთის ცენტრალურ …

ნახვა »

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო

 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო.   როგორც ცნობილია, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია