პოლიტიკა

editor

ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ალექსანდრე წივწივაძემ ტიტული დაიცვა! 18 წლამდე, (იუნიორებს შორის) 500მ დისტანციაზე, მსოფლიო U18 ჩემპიონატი მეორეჯერ მოიგო🥇🥇 ვულოცავთ ალექსანდრეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახვა »

შილდის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობს მძიმე ტექნიკა, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის ძალები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება და ხანძრის ქრობის პროცესში …

ნახვა »

ბრიტანეთი: რუს სამხედროებს უკრაინაში ბრძოლის განწყობას ანაზღაურების პრობლემებიც უქვეითებს

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუს ჯარისკაცებს გადაღლილობისა და დიდი დანაკარგების გარდა საბრძოლო განწყობას ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უქვეითებს. „რუსულ ძალებს კვლავ აქვთ განწყობასთან და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები უკრაინაში. საბრძოლო გადაღლილობის და მაღალი დანაკარგების გარდა, [უკრაინაში] გადასმული რუსი სამხედროების ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილება, სავარაუდოდ, კვლავ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებია“  – აცხადებს უწყება. დაზვერვის ცნობით, რუსეთის ჯარში …

ნახვა »

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების …

ნახვა »

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ნახვა »

ამერიკაში პუტინის მოკავშირე მილიარდერის ბინები გაჩხრიკეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ამერიკაში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის საქმიანობას სწავლობენ, რის გამოც ერთდროულად ნიუ-იორკში მანჰეტენზე, ჰემპტონის სანაპიროზე და მაიამში მდებარე ექსკლუზიურ სანაპიროზე მის ბინებში ბიუროს გამომძიებლები ერთდროულად შევიდნენ. შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიების ყურადღების ცენტრში ვიქტორ ვექსელბერგია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე. რომელსაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა აპრილის თვეში, 120 მილიონი დოლარის …

ნახვა »

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება – მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ცვლილებების მიხედვით, იზრდება სანქცია თუ …

ნახვა »

დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი. ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება. ევროკავშირის საბაჭოს ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული …

ნახვა »

4 წლის დაკარგული ბიჭი მაშველებმა იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია