პოლიტიკა

editor

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო …

ნახვა »

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზრდილ შემოსავალთან ერთად, ლოკოკინების ფერმაში დასაქმება მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მათ შესაძლებლობას მისცემს ახალი პროფესიული …

ნახვა »

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ …

ნახვა »

ერდოღანი – ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. „ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძე – ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან

პროტესტის ფორმები შეიძლება, იყოს ბევრნაირი, ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს არაძალადობრივი …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, CNN Turk-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეიძლება უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად შეხვედრა გამართონ. შეგახსენებთ, დღეს …

ნახვა »

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ის რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების …

ნახვა »

გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა – ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით აქვს წარდგენილი. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 …

ნახვა »

მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ექვსი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

მარტვილის სოფელ ხუნწში, გაუჩინარებული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მოზარდის ცხედარს მდინარეში მიაკვლიეს. 6 წლის მოზარდი გუშინ იმ დროს გაუჩინარდა, როცა ის ბაბუასთან და უფროს ძმასთან ერთად მდინარე ცხენისწყალში საბანაოდ იმყოფებოდა. ბავშვის საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან და მყვინთავებთაბ ერთად ჩართული იყვნენ ადგილობრივებიც.

ნახვა »

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის 38 წლის გახდებოდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია