პოლიტიკა

editor

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების …

ნახვა »

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ნახვა »

ამერიკაში პუტინის მოკავშირე მილიარდერის ბინები გაჩხრიკეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ამერიკაში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის საქმიანობას სწავლობენ, რის გამოც ერთდროულად ნიუ-იორკში მანჰეტენზე, ჰემპტონის სანაპიროზე და მაიამში მდებარე ექსკლუზიურ სანაპიროზე მის ბინებში ბიუროს გამომძიებლები ერთდროულად შევიდნენ. შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიების ყურადღების ცენტრში ვიქტორ ვექსელბერგია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე. რომელსაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა აპრილის თვეში, 120 მილიონი დოლარის …

ნახვა »

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება – მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ცვლილებების მიხედვით, იზრდება სანქცია თუ …

ნახვა »

დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი. ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება. ევროკავშირის საბაჭოს ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული …

ნახვა »

4 წლის დაკარგული ბიჭი მაშველებმა იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ …

ნახვა »

„პურის მცხობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ პური შესაძლოა, ათი თეთრით გაიაფდეს

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, პური ათი თეთრით გაიაფდეს. ამასთან, როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა, იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება. „ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით …

ნახვა »

ლაშა ბექაური ობერვარტის ტურნირზე იჭიდავებს

3-4 სექტემბერს ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ავსტრიაში რვა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი: -60 თორნიკე მარგველაშვილი -66 გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე -81 ვლადიმირ ახალკაცი -90 ლაშა ბექაური -100 ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიშვილი აღსანიშნავია, რომ ობერვარტში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც ტრამვების გამო ერთ წელზე მეტია არ უჭიდავია.

ნახვა »

რუს ოლიგარქს იტალიაში 11 ვილა დაუყადაღეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისაა ასევე ვილა, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა. აპრილში, ევროსაბჭომ ვიაჩესლავ კანტორს პირადი სანქციები დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია