პოლიტიკა

editor

სამების საკათედრო ტაძარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურთან გარდაცვლილი მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, – მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან …

ნახვა »

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“. „მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის …

ნახვა »

ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ მისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ ატომური ელეტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს. მისივე თქმით, რუსეთი ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს და იქიდან უკრაინულ ძალებს ცეცხლს უხსნის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ატომური იარაღის გავრცელების შეკავებასთან დაკავშირებით გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. …

ნახვა »

ძლიერი აფეთქება მიკოლაევში

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქზე ძლიერი თავდასხმა ადგილობრივი დროით, 04:00 საათზე მოხდა და ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

ნახვა »

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, …

ნახვა »

მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ონაშვილის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. „დაკრძალვა იქნება ხუთშაბათს, 4 აგვისტოს. გამოსვენება მოხდება 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან. მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, …

ნახვა »

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა. სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები. “როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ …

ნახვა »

გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში 11:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილას, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ნახვა »

აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

აშშ-ის ძალებმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს, რომელიც სხვა თავდასხმებთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას 2001 წლიდან ეძებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ …

ნახვა »

თბილისში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

რკინიგზის სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ადასტურებს. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  კურიერი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ჰელსიკორში გადაიყვანა. ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია