სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით წერს. სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა თქვა, რომ ბაქო ღამით სომხეთის პოზიციებს დაესხა თავს და რომ ბრძოლა გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური …
ნახვა »ჟან-ლიუკ გოდარი გარდაიცვალა
ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, „ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ჟან-ლიუკ გოდარი 91 წლისა გარდაიცვალა.
ნახვა »„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება
“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას …
ნახვა »ალკოჰოლის მიღება სიმელოტეს იწვევს – კვლევა
სტატისტიკის მიხედვით, ორმოც წელს მიღწეულ მამაკაცთა 40%-ს აწუხებს გამელოტების ესა თუ ის დონე. პროცესი 18-20 წლის ასაკიდან იწყება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Express ავრცელებს. ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში. მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან …
ნახვა »ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის
მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა. ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას, 51-ის ნაცვლად, 40% -ით დაასრულებს. ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ …
ნახვა »აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის. „ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული …
ნახვა »სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს. „აზერბაიჯანულმა მხარემ 13 სექტემბერს 00:05 საათზე სომხეთის ქალაქებში – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში – სამხედრო პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ „მტერი ასევე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს“.
ნახვა »თბილისის მერიამ „ავაზა“ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა
„ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, გადაწყვეტილება კი ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო. საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ. სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები. „გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, …
ნახვა »გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრისტინ ლამბრხტმა ბერლინში განაცხადა. „ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური ქვეითთათვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებდა ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა ლამბრეხტმა.
ნახვა »მამუკა მდინარაძე: ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ მსოფლიოში არ არის
ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია. „ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ …
ნახვა »