პოლიტიკა

editor

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.

ნახვა »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7886 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7917ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი …

ნახვა »

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, თენგიზ ცერცვაძეს საჭირო მკურნალობა სახლში უტარდება. თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსი 2020 წელს უკვე გადაიტანა.

ნახვა »

შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის

ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხვალ სასამართლოში იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე. მისივე თქმით, სასამართლომ, თუ ის სამართალს ემსახურება, უდიდესი უკანონობა უნდა გააუქმოს და პარლამენტის დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნოს. „სასამართლოში ხვალ იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური დადგენილების კანონიერებაზე. …

ნახვა »

შექსპირის 400 წლის წინ გამოცემული პირველი კრებული $2,4 მილიონად გაიყიდა

ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის პირველი გამოცემული კრებული ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $2,4 მილიონად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა. კრებული, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და შექსპირის 36 პიესას უყრის თავს, ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად მიიჩნევა. მისი მხოლოდ 750 ეგზემპლარი შეიქმნა, მათგან კი ჩვენამდე 220-მა მოაღწია. ამ …

ნახვა »

დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 8. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტი რუსული ძალების მთავარი სამიზნეა. “დონეცკის რეგიონში არ არის არც ერთი დასახლება, რომელიც არ დაბომბეს. მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. მტერი სამოქალაქო …

ნახვა »

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. „შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ნიშნის მოგებით საუბარი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონოდ დაპატიმრება ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

საქართველოს მოქალაქეებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რათა უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გალში ახალგაზრდა ქალის საკუთარი სახლიდან გატაცებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნიშნის მოგებით საუბარი ყოველ შემთხვევაზე, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ

ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო …

ნახვა »

ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა

18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა, 7 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, დასახელებულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 74 245 ტესტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია