ხმელთაშუა ზღვაში 40 მეტრიანი იახტა ჩაიძირა. შემთხვევა იტალიაში კატასაროს სანაპიროდან ცხრა საზღვაო მილის (17 კილომეტრის) მოშორებით მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, იახტა „ჩემი საგა“, კაიმანის კუნძულების დროშით და იტალიელი ეკიპაჟით, შაბათს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაიძირა, როცა გალიპოლიდან მილაცოში მიცურავდა. იტალიის სანაპირო დაცვამ ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანი – ოთხი მგზავრი და ეკიპაჟის …
ნახვა »კვლევა: დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს
„კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“, – ამის შესახებ დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ ვრცელ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის …
ნახვა »ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს: მსოფლიო …
ნახვა »კობახიძე ISFED-ზე საელჩოს განცხადებაზე: როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია
”როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის …
ნახვა »აშშ-ის საელჩო: ISFED-ის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას
აშშ-ის საელჩო სამართლიანი არჩევნების საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ISFED-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და მისი არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას. აშშ-ის საელჩოში ამბობს, რომ ეს საკითხი კითხვებს ბადებს. “სამართლიანი არჩევნების (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო …
ნახვა »ზელენსკი: უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში
”ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა… უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს – უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, …
ნახვა »ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა
უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ …
ნახვა »წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი გამართული ფუნქციონირება …
ნახვა »აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო …
ნახვა »„ბიბისი“ – აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას
აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს. მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება. …
ნახვა »