პოლიტიკა

editor

4 დეპუტატი: მოვუწოდებთ “ოცნებას”, ხელი აიღოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური კამპანიისგან

პარლამენტის 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ მმართველი პარტიისა და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე  – ქალბატონ კელი დეგნანსა და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ …

ნახვა »

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული წარმოების სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა, რომელიც სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის. An-12 კავალას აეროპორტში …

ნახვა »

კაცი, რომელმაც პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ბენზინი გადაისხა  გარდაიცვალა.  მისი სხეულის დამწვრობა 70%-ს აღემატებოდა. ცნობისთვის, 2 ივლისს „ალტ-ინფოსა“ და ძალადობრივი დაჯგუფების აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა. გვერდში მყოფებმა ის თავდაპირველად წყალში ჩააგდეს, მოგვიანებით კი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნახვა »

ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხეს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში სიცხეს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება, 360 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსს აღწევდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანომალიურ სიცხეს 238 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენენ. …

ნახვა »

ადვოკატი: სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხებზე დოკუმენტები, რომლის საჯაროდ გამოტანასაც აპირებდა, დღის სინათლეს მაინც იხილავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის გზავნილი ოჯახის მიმართ არის, რომ თავს კარგად გრძნობს, არის მხნედ და ბრძოლისუნარიან განწყობაზე. ადვოკატი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დაკავებას უკავშირებს ბოლო …

ნახვა »

“ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა …

ნახვა »

ომბუდსმენის წარმომადგენელი: გოგაშვილს სახეზე აღენიშნება შეშუპება, ფეხებზე აქვს სილურჯეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოინახულა. ქეთევან ხვედელიანის თქმით, გოგაშვილს თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. “როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ბრალთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ …

ნახვა »

გოგაშვილის შვილი: ორი იარაღი ჩაუდეს, სამი მუხლით მიდის გამოძიება

დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი ამბობს, რომ ჩხრეკისას მამამისს ორი იარაღი ჩაუდეს. “ორი იარაღი ჩადეს და შეტენეს რაღაც ყალბი ფაქტები, მოსმენების და ა.შ. სამი მუხლით მიდის გამოძიება, ერთი არის იარაღის უკანონო შენახვა, მეორე არის სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და რაღაც სისულელე”, – ამბობს ნიკა გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის …

ნახვა »

სოსო გოგაშვილის მეუღლე: 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი იაკობი იყო მოსული, მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო

თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო მოსული. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა გვარები, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. „თუ არ ვცდები, 4-5 …

ნახვა »

გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, დაიღუპა ერთი პირი

გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი პირი. მაშველებმა ხევშუ ჩავარდნილი მეორე პირის გადარჩენა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია