ევროპარლამენტის ასობით წევრი ბრიუსელიდან სტრასბურგში მატარებლით მიდიოდა, თუმცა პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა. სპეციალურად დანიშნულ მატარებელს თვეში ერთხელ ევროპარლამენტარები ბრიუსელიდან სტრასბურგში მიჰყავს. ამჯერად, მგზავრობისას სიგნალის ხარვეზის გამო ევროპარლამენტები დისნეილენდში აღმოჩნდნენ. “ჩვენ მიკი მაუსის პარლამენტი არ ვართ”, — ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იხუმრა. ევროპარლამენტარმა ეს ფაქტი იუმორით მიიღეს, თუმცა ზოგიერთმა ყურადღება …
ნახვა »კახა კალაძე – ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს
ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს- განაცხადა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია და ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა …
ნახვა »სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე – ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ
ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ – ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მის კომენტარს პარლამენტში შეძახილები მოჰყვა. „ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ. „ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა თანამდებობიდან
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი: საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში …
ნახვა »საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. “საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს …
ნახვა »ვილი სანიოლი: რესურსი გვაქვს კვიპროსულ დაცვას ვაჯობოთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას 15 ოქტომბერს კვიპროსის ნაკრების წინაააღმდეგ გამართავს. დღეს საქართველოსა და კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ტაილანდთან ნაჩვენები შედეგით კმაყიფილი ვართ. კვიპროსთან სხვა თამაში გველის, ეს ძლიერი გუნდია. რთული …
ნახვა »ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე 324 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დაშავდა – ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე 324 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დაშავდა. მათ შორის არის, ის 70 ადამიანიც, რომელიც ტერიტორიას ისრაელის გაფრთხილების შემდეგ კოლონით ტოვებდა. საერთო ჯამში კი, ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 2 215-ს მიაღწია, დაშავებულია 8 …
ნახვა »ჯონ კირბი – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა
აშშ-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსულმა ხომალდმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის პორტში საბრძოლო მასალებით სავსე ტვირთი გადაიტანა, რაც შემდგომში რუსეთის სამხედრო საწყობებში გადაანაწილეს. თეთრი სახლი ასევე ავრცელებს ვიზუალურ …
ნახვა »ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს
ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ და მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ. „დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს …
ნახვა »